პროექტის მიმდინარეობა
პროექტის მთავარი იდეა: სასკოლო ექსკურსიას ისტორიის სწავლებისას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭება, სწავლების ეს რესურსი ორიენტირებულია როგორც ცოდნის მიღებაზე , ისე ემოციურ დამოკიდებულების ფორმირებაზე, ისტორიული ძეგლების მიმართ დაინტერესების გაზრდაზე, საკუთარი ქვეყნის ისტორიის შესწავლის სურვილის გამძაფრება, მათში პატრიოტული გრძნობების გაღვივება ;
პროექტის აქტუალურობა : საკუთარი სამშობლოს ისტორიის შესწავლა აქტუალური იყო ყოველთვის, არის და მომავალშიც ასე დარჩება. საკუთარი გამოცდილება მაძლევს უფლებას, რომ ხმამაღლა განვაცხადო, ერთია როდესაც გაკვეთილზე მოსწავლე ისმენს რომელიმე კუთხის ისტორიას, შეისწავლის მის ძეგლებს და მეორეა, როდესაც მოსწავლეები გაგვყავს საკლასო ოთახის სივრციდან და ისინი უშუალოდ იმ კუთხის ”შვილები” ხდებიან, რომლის შესახებაც მათ მეტი ინფორმაციის მიღება სურთ;ყველაზე საუკეთესო შედეგია, როდესაც მოსწავლე სკოლას ამთავრებს და მას საქართველოს ყველა კუთხეში თავისი ნაკვალევი აქვს დატოვილი, ეს , გეთანხმებით საკმაოდ რთულია, მაგრამ დიდი სურვილისა და მოწადინების შედეგად მიღწევადია. ამ პროქტის აქტუალურობა კი მდგომარეობდა იმაში, რომ XII კლასელების უმეტესობას ნანახი არ ქონდა ქიზიყის უდიდესი ნაწილი ( რა თქმა უნდა სიღნაღზე არ ვსაუბრობ, ეს ძველი ციხე-ქალაქი მემგონი დღეს ყვეალს უკვე ნანახი აქვს.)
მოსალოდნელი შედეგები : ”ათასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობია”. თვალსაჩინოება დღეს ერთერთი აქტუალური დამხმარე რესურსია საგაკვეთილო პროცესში, დამიჯერეთ , რამდენიც არ უნდა ვესაუბროთ მოსწავლეებს ამა თუ იმ ძეგლის არქიტექტურასა და გრანდიოზულობაზე, მაინც ვერ მოვახდენთ მსმენელზე იმხელა შთაბეჭდილებას, რამდენსაც თავად ისტორიულ ძეგლი მოახდენს ; უბატონო კახეთს ჩვენ XII კლასში ერთ ერთ გაკვეთილზე შევეხეთ, პირველი დაინტერესება და დისკუსიის სურვილი გაჩნდა თავად ამ ტერმინის ”უბატონო კახეთის” ხსენებისას, აღმოჩნდა , რომ მოსწავლეებმა ძირითადად იცოდნენ სიღნაღი, იცოდნენ ფიროსმანიც, მაგრამ მეტი ქიზიყზე მნიშვნელოვან ინფორმაციას , სამწუხაროდ , არ ფლობდნენ. სწორედ მაშინ დაიბადა იდეა-ვწვეოდით უბატონო კახეთს; რა შედეგს ველოდები ამ პროექტით?! პირველ რიგში ყველაზე მთავარს, ჩემი მოსწავლეები ეწვევიან საქართველოს ულამაზეს კუთხეს და მათ ცხოვრებასი ჩაიწერება 2 ულამაზესი დღის ისტორია. დანარჩენი ყველაფერ იმას, რასაც ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას უნდა ელოდოს მასწავლებელი-თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება, სწავლების ხარისხის ამაღლება, მასალების მოძიება და ბუკლეტის დამზადება, პრეზენტაციების აწყობა და სხვა თანატოლებისათვის საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება .
მონაწილეთა ასაკი : 16-17 წელი
ვადები: ერთი კვირა (7 დღე)
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტრანსპორტი, წიგნები, რვეული, საწერი კალამი, კომპიუტერი, პროექტორი, საქართველოს რუკა, ფოტო აპარატი,კამერა.
პროექტის მსვლელობა:
აქტ.1 გავაცნოთ მოსწავლეებს პროექტის აქტუალურობა და შევთავაზოტ თანამშრომლობა;
აქტ.2 ორგანიზაციული საკითხები: ექსკურსიის დაგეგმვა, მარშრუტის შედგენა, წინასწარ მასალის მოძიება და განთავსება ჩვენს სასწავლო გვერდზე ”ვისწავლოთ ისტორია”
აქტ.3 ექსკურსია. 2 დღე (26-27 ოქტომბერი)
აქტ. 4. გაცნობილ და საკუთარი თვალით ნანახი მასალის დამუშავება, პრეზენტაციების მომზადება;
აქტ.5 კონფერენციის ჩატარება და მსმენელისათვის საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება;
აქტ.6 ჩანახატების გაკეთება და ფოტო გამოფენა სკოლაში;
აქტ.7 ბლოგის შექმნა და მასალის განთავსება ;
საგნობრივი კავშირი: ისტორია, ქართული, ხელოვნება, ისტ-ი;
პროექტის ხელმძღვანელი:ნინო აბულაძე
ხელმღვანელის ელ.ფოსტა abuladze1973@gmail.com
ბლოგი
კარგია, შენ სულ ბუზღუნებ და ყველაზე მეტს აკეთებ :) წარმატებები!
ReplyDelete