”მაგვიხველ, მშვიდობით, სტუმარო! ”

       მასპინძელო, მხიარულო, მარნის კარი გიჭირლებს.....

    ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ ახლს ვერც ვერაფერს გეტყვით , ვერც ვერაფერს გასწავლით... ჩვენი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა დღეს ცოტა შეიცვალა, ცოტა ”გახუნდა” , იმასაც ამბობენ მავანნი ”გაჭირდაო ცხოვრება”- და ასეც არის შეიძლება, მაგრამ მე ვერ დავიჩივლებ, ვერც დავიწუწუნებ,გინდა გამართლება დაარქვით, მე უფრო უფლის წყალობად ჩავთვლიდი იმას, რომ აგერ უკვე 13 წელია რაც  მოსწავლეები ექსკურსიაზე დამყავს და ჩემი ყველა მასპინძელი საოცარი
სითბოთი და სიყვარულით მხვდებოდნენ;                                                            ამჯერად , ჩვენი მასპინძლები კიკილაშვილების ოჯახი გახლდათ ერთ დიდ მადლობაშიც ვერ ჩავტევ იმ განცდას , რაც ჩვენ მასპინძლების დამოკიდებულებით  განვიცადეთ. სითბო, სიყვარული, ანთებული გული და მოსიყვარულე ოჯახი, ესეც ცოტაა , იმისათვის რომ გაიგო ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო ამ სითბოთი გამთბარ  ლამაზ ოჯახს დედოფლისწყაროში ..დაღლილ დაქანცულებს და რა თქმა უნდა კმაყოფილებს და მშივრებს ერთი სული გვქონდა დაგვესვენა და მეორე დღისთვის ძალები მოგვეკრიბა, ეზოში შესულებს მწვადის სუნმა ”აგვიფორიაქა სული”, თუმცა უნდა დაგვეთმინა და ”ბატონ ხინკალს” დავლოდებოდით, თბილ ოთახში შესვლაც გვესიამოვნა, სუსხიანი და ლამაზი შემოდგომის საღამო იყო, ჩვენმა მასპინძლებმა
ამაზეც იზრუნეს და თბილი ოთახი დაგვახვედრეს ,ერთ ოჯახში ყველა ერთად შევიკრიბეთ და შვებით ამოვისუნთქეთ , ასეთ დახვედრას დამიჯერეთ, ყველა ინატრებდა .                                                             
  როცა დავბრუნდი, ბევრმა მკითხა , ფული რამდენი გადაიხადეთ ღამის ”გათევაშიო”, გამეღიმა , ვიცი დღეს ძნელია ღამის გასათევად 20 და 20ზე მეტი კაცი მიიღო, ძირითადად სასტუმროებია უკვე ყველგან გახსნილი, სადაც სრული კომფორტია , მაგრამ საკუთარი მოსწავლის ლამაზ ოჯახს , ვერაფერი შეგვიცვლიდა, არც კომფორტი აკლდათ მოსწავლეებს, არც სითბო და სიყვარული; რაც ჩვენ მასპინძლებმა სითბო დაგვახვედრეს , იმას ვერც ფულით იყიდი, ვერც მადლობა გაწვდება , ქართული სტუმათმოყვარეობაც არც გახუნებულა , არც გამქრალა,  ესეც ჩვენი ტრადიციაა, ეს ტრადიციაც კარგად დაინახეს მოსწავლეებმა და დააფასეს.ნანუკა დემეტრაშვილის ბებიასა და ბაბუას , ასევე დეიდას ნინიკოს მთელი ჩვენი ჯგუფის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდით. იხარეთ და იბედნიერეთ , ის სითბო რაც გზად გამოგვატანეთ კიდევ გვეყოფა დიდხანს საგზლად! სულ ასე დღეგრძელები ყოფილიყავით!

"ხე მრუდო და ხე მართალო, ხეო მაგრამ კარგო ხეო,მეფეთა და ხელმწიფეთა მასპინძელო, კარგო ხეო,ამ სოფლისა სალხინოო, საუკუნოს სამოთხეო,მასპინძელო მხიარულო, გავიხარე რო გნახეო”(პ. უმიკაშვილი. ხალხური სიტყვიერება, 1937)

                                                                                  

No comments:

Post a Comment