ელიას მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე სამკუთხა მოყვანილიობის ფართო და მაღალი ბუნებრივი ეხია, რომლის წინა პირი ამოშენებულია. ეს არის წმინდა ელიას სამლოცველო, რომელსაც ძველთაგანვე დიდ პატივს სცემს დედოფლისწყაროს და მთელი ქიზიყის მოსახლეობა. ყოველ 2 აგვისტოს წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღეს უამრავი ხალხი იკრიბება აქ, ღამეს ათევენ უნაგირაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.
როდის არის აშენებული წმინდა ელიას ეს სამლოცველო, არავინ იცის.
ზეპირგადმოცემების გარდა ერთადერთი წერილობიტი ცნობა მის შესახებ შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამ, რომელსაც ელიას კლდე უნახავს 1858 წელს. კავკასიაში და საქართველოში მოგზაურობის დროს მოკლე ჩანაწერიც გაუკეთებია: " თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მტა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება, შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მოჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდა მთაში ამაღლდა"...
ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთით აღმართულია ორმწერვალიანი მთა.ორივე მისი მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას.
No comments:
Post a Comment