საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, მდებარეობს ულამაზესი მხარე - ქიზიყი, რომელიც ისტორიულ წყაროებში პირველად კამბეჩოვანის სახელწოდებით ჩნდება და ჰერეთის სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად არის მოხსენიებული. მაშინდელი კამბეჩოვანის მთავარი ქალაქი ხორნაბუჯია, რომელიც მეცამეტე საუკუნეში მონღოლთა შემოსევის შემდეგ კარგავს თავის მნიშვნელობას, როგორც ადმინისტრაციული ცენტრი კამბეჩოვანი (სახელწოდება
წარმოდგება კამეჩ-კამბეცისაგან ) მოიცავდა ტერიტორიას მდ.ალაზნის ქვემო წელსა და მტკვარს შორის. მისი ცენტრი ყოფილა ხორნაბუჯი.დღეს უკვე მიტოვებული და ეულად დარჩენილი ულამაზესი ციხე -ქალაქი, იქამდე კი საეპისკოპოსო ცენტრი, რომელიც ჯერ კიდევ Vსაუკუნეში, ვახტანგ გოგასალის დროს დაუარსებიათ;ანტიკურ წყაროებში , კერზოდ კი სტრაბონთან (ძვ.წ 1 -ახ.წ 1ს) დღევანდელი ქიზიყიმოხსენიებულია როგორც კამბისენე ;ამ ტერიტორიას გვეცილებოდა ალბანეთი; მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვახტან გორგასალმა აქ ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დაარსა , ქიზიყი მკვიდრად შევიდა ჩვენი კულტურული და პოლიტიკური გავლენის სფეროში;
უბატონო კახეთი
სახელწოდება ქიზიყი ძირითადად მას შემდეგ გვხვდება, რაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, კერძოდ კი XVსაუკუნიდან. ავხსნათ რას ნიშნავს ტერმინი
უბატონო კახეთი?! კერძოდ-ქიზიყელი გლეხები განთავისუფლებულები არიან ბატონყმური ვალდებულებისაგან და დანიშნული მორავის საშუალებით პირდაპირ კახეთის მეფეს ემორჩილებიან; ამ თავისებურებამ დიდი როლი შეასრულა მათი ხასიათის განმტკიცებაში , თავისუფლების სიყვარულში, მეფისა და სამშობლოს ერთგულებაში;
შემთხვევითი როდია, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი გმირი მეფის - მუდამ მეომარი ერეკლე მეორის ჯარის ავანგარდში ყოველთვის ქიზიყელი გლეხები იდგნენ. ისინი პირველები ებმებოდნენ ბრძოლაში და პირველ დარტყმასაც ისინი იღებდნენ.დღევანდელი ქიზიყი ორ ადმინისტრაციულ ერთეულს - სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებს მიეკუთვნება. ეს ტერიტორია მხოლოდ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით მდიდარი როდია. ქიზიყში არის ბუნების ისეთი ძეგლები, რომელთა მსგავსიც საქართველოს არცერთ კუთხეში არ გვხვდება და რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენენ.

მკითხველს წინასწარ ვაცნობებ, რომ ჩემი მოსაზრება დაფუძნებული იქნება ენის ელემენტურ თეორიაზე (კარლო ბარბაქაძე. ენის ელემენტური თეორია. თბილისი, 2003). ამ თეორიის მიხედვით სტრაბონისეული "კამბისენე" კუაჰმაჰიარიათიასუა კომპლექსისგან არის ნაწარმოები, რომელიც ასტრალურად ნიშნავს – კურკა მამა მზე თავი სვა (აღმოსავლეთი), თეოლოგიურად ნიშნავს – ვაჟი ღმერთი სვა, ეთნოლოგიურად კი ნიშნავს – კახეთინ სვა. ამავე კომპლექსისგან არის ნაწარმოები ეთნიკური სახელები ქისტნი და ქიზიყი და წენნი (წოვანი-ს შესატყვისი მატრიარქალური სახელია). ქისტები, ქიზიყელები და წოვათუშები ძირძველი ქართველური ხალხია, რომელთა გმირულმა თავდადებამ შემოგვინახა დღევანდელი საქართველო.
ReplyDelete